პროექტის სახელი: ინტერნეტი ადამიანის ცხოვრებაში.
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეები განიხილავენ რა არის ინტერნეტი? რამდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ინტერნეტი დღეს. ან პირიქით...
პროექტის სრული აღწერა: პროექტის მონაწილეები მოიძიებენ ვრცელ ინფორმაციას საერთოდ ქსელების შესახებ, რა არის კომპიუტერული ქსელი? რა ტიპის ქსელები არსებობს, რა არის ინტერნეტი? ფუნქციონალურად რას წარმოადგენს ინტერნეტი? რა შეგვიძლია ინტერნეტის საშუალებით? რა არის საჭირო იმისათვის რომ ჩავერთოთ მსოფლიო გლობალურ ქსელში, ანუ ინტერნეტში? მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარე, და რისი გაკეთება შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით? და საერთოდ, რამდენად მნიშვნელოვანია ინტერნეტი ადამიანის ცხოვრებაში?
პირველ რიგში უნდა მოხდეს თემისადმი მოსწავლეთა მოტივაციის ფორმირება. ამ პროცესში მთელი კლასი უნდა იყოს ჩართული, მართებული და საკმაოდ შედეგიანი იქნება თუ პედაგოგი გამოიყენებს შესასწავლი თემიდან ყველაზე საინტერესო საილუსტრაციო კომპიუტერულ მასალას. თვალსაჩინოებისათვის შეიძლება ასევე გამოვიყენოთ ცნების რუკა. შემდეგ უნდა შესრულდეს შესასწავლი თემის თანმიმდევრული და ღრმა განხილვა. ბოლოს უნდა შესრულეს ათვისებული მასალის შემოწმება...
მონაწილეთა ასაკი/კლასები: X-XII კლასები.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.( ნებისმიერი 2 თვე სასწავლო წლის განმავლობაში)
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასებში: ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ახალ მასალას თემებზე ,,ინტერნეტი ადამიანის ცხოვრებაში" ,, ინტერნეტი დღეს" ადამიანი და ინტერნეტი" და სხვ. მოიძიებენ ფოტო და ვიდეო მასალას ამ თემებზე, მოაწყობენ დისკუსიას, მოამზადებენ პრეზენტაციას (საპრეზენტაციო პროგრამა–ის ) Microsoft Power Point-ის მეშვეობით...
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ინტერნეტის საშუალებით , მოსწავლეებს შეუძლიათ მოიპოვონ მათთვის სასურველი, საჭირო, ან საინტერესო ინფორმაცია ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ საგანში და ნებისმიერ თემაზე... მოსწავლეები გაიაზრებენ რამდენად მარტივია მუშაობა ინტერნეტის საშუალებით.
,,რა თქმა უნდა კომპიუტერს და ინტერნეტს აქვს უამრავი ცუდი თვისებაც, კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობაც ცუდია ასევე ჯანმრთელობისათვის, მაგრამ ეს უკვე ჩვენი ცხოვრების ნაწილია და შეცვლის არანაირი სურვილი არ გვაქვს. "
სარგებელი სხვებისთვის:
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარ–ჩვევებს სხვა საგნებშიც. კურსში მოცემული სასწავლო მასალის შინაარსი უნდა ემთხვეოდეს სასწავლო გეგმას, თუმცა გამდიდრებული უნდა იყოს გაცილებით მეტი ინფორმაციით, კონკრეტული მაგალითების ერთობლიობით და შესაბამისი კომენტარებით.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: შეიძლება მოვიწვიოთ სხვა სკოლის მოსწავლეები, მოვაწყოთ დისკუსია თემაზე ,,რამდენად მნიშვნელოვანია ინტერნეტი ადამიანის ცხოვრებაში".
პროექტის ფასილიტატორი: ნანა ფუტკარაძე.
პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: nanka.5555@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: kompnet-nanka.blogspot.com
გაკვეთილის გეგმა: